სამტრედიაში იუსტიციის სახლი გაიხსნა
სამტრედიაში იუსტიციის სახლი გაიხსნა. ერთ სივრცეში გაერთიანებულია 500-მდე სერვისი, მათ შორის ქორწინებისთვის მოწყობილია სარიტუალო სივრცე. დღევანდელი მონაცემებით, იმერეთში 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, მობილური იუსტიციის სახლი კი 15 სოფელს ფარავს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს 119 იუსტიციის სახლი ემსახურება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ესწრებოდნენ
