ცესკო: ბოლო პერიოდში, არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები და შეფასებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც, რაც მთლიანად საარჩევნო პროცესს აზიანებს
პარლამენტის არჩევნებამდე 5 თვე რჩება. არჩევნების მოდერნიზების პროცესი კი გადამწყვეტ ეტაპზეა, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში, სადაც ვკითხულობთ, რომ „კვლავ გრძელდება გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები“. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს მხარეებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები, ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას. ცესკო დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
