კახა კალაძე: ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, ვიღაცისთვის დამერეკა, მეთხოვა მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა ან რაც ჩემთვის საწინააღმდეგოა, იმის აღება მომეთხოვა...
„ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, ვიღაცისთვის დამერეკა, მეთხოვა მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა ან რაც ჩემთვის საწინააღმდეგოა, იმის აღება მომეთხოვა„ - ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის ადამიანები არიან მოძალადეები, ვისაც უჩნდება კითხვა – ხომ არ იყო ბუდუ ზივზივაძეზე ზეწოლა, რადგან მან თავად მოითხოვა სოციალური ქსელიდან მის მიერ გაკეთებული განცხადებების წაშლა. აღნიშნა კახა კალაძემ .
