პარლამენტის არჩევნებამდე 5 თვე რჩება
არჩევნების მოდერნიზების პროცესი კი გადამწყვეტ ეტაპზეა ნათქვამია ცესკოს განცხადებაში სადაც ვკითხულობთ, რომ „ კვლავ გრძელდება გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები „ . საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს მხარეებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები, ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას. ამასთან, ცესკო მზადყოფნას გამოთქვამს დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრებისთვის.
