სამტრედიაში იუსტიციის სახლი იხსნება
სამტრედიაში იუსტიციის სახლი იხსნება. ერთ სივრცეში გაერთიანებულია 500-მდე სერვისი მათ შორის ქორწინებისთვის მოწყობილია სარიტუალო სივრცე. დღევანდელი მონაცემებით იმერეთში 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, მობილური იუსტიციის სახლი კი 15 სოფელს ფარავს. ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს 119 იუსტიციის სახლი ემსახურება.
