საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს სპარინგ შეხვედრას ყაზახეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან ჩაატარებს
რამაზ სვანაძის გუნდი ამ მატჩისთვის საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე მოემზადა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 22 ფეხბურთელია, მათ შორის 2 დებიუტანტი: დინამო თბილისის 16 წლის შემტევი ვახტანგ სალია და ფოთის კოლხეთის ნახევარმცველი გიორგი ხარებავა. ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის, სადაც ჯგუფში 13 ქულით მეორე ადგილზეა, საკვალიფიკაციო ტურნირი კი სექტემბრიდან განახლდება. დღევანდელი მატჩი „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე, 19:00 საათზე დაიწყება.
