სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მასზე თავდასხმის შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მასზე თავდასხმის შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელა. რობერტ ფიცოს თქმით, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის მკურნალობას სახლში განაგრძობს და ვარაუდობს, რომ სამსახურს ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში დაუბრუნდება. როგორც სლოვაკეთის პრემიერი ამბობს, ის არანაირ სიძულვილს არ განიცდის თავდამსხმელის მიმართ, არ აპირებს სასამართლოში ჩივილს და კომპენსაციის მოთხოვნას.
