პუტინი დასავლეთს ისევ ემუქრება
პუტინი დასავლეთს ისევ ემუქრება. კრემლის ლიდერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, რუსეთმა შესაძლოა თავდაცვის ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს. პუტინმა დასავლეთს ისიც შეახსენა, რომ პირველად ბირთვული იარაღი მეორე მსოფლიო ომში იაპონიის წინააღმდეგ შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა.
