უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ბომბავს
უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ბომბავს. დრონებით თავდასხმა ამჯერად როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვო - შახ-ტინსკზე განხორციელდა. უკრაინელების სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა. ბელგოროდის ოლქში კი უკრაინელებმა სტარი ოსკოლის ნავთობსაცავის ტერიტორია დაბომბეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. თავდასხმების ამსახველი კადრები ადგილობრივი ინსტაგრამ-არხებით გავრცელდა.