თბილისში 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 44 წლის მამაკაცი დაკავებულია
თბილისში 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 44 წლის მამაკაცი დაკავებულია. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, 39 და 40 წლის მოქალაქეებს სანადირო თოფის რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
