თბილისი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმს მასპინძლობს
თბილისი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მეთოთხმეტე ფორუმს მასპინძლობს. განხილვის მთავარი თემაა ჯანსაღი ქალაქი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ღონისძიების მიზანია ქალაქების მდგრადი მომავლის შექმნა. ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა თბილისის მერმა.
