მაიდანიზაციის სურვილი
თბილისში მაიდანს ამჯერად, ამერიკის ყოფილი ელჩი ხედავს. უილიამ კორტნიც საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის გამართული შეკრების მონაწილე იყო. რა ლოგიკით აიგივებს დიპლომატი 2024 წლის საქართველოს 2014 წლის უკრაინასთან?- ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა, რომ მაიდანი და დესტაბილიზაცია გამორიცხულია. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ამავე მოსმენიდან კონგრესმენ სტივ კოენის დროში აცდენილი მოთხოვნაა- სააკაშვილის საშინელი მდგომარეობის შესახებ, ეს იმ ფონზე, როდესაც საკუთარ ბედზე თავად მსჯავრდებულიც აღარ ჩივის, მეტიც, სააკაშვილმა სტრასბურგიდან სარჩელი 30 აპრილს თავად გამოითხოვა. ადვოკატებმა განმარტეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
