ღალატის ისტორია
სამშობლოს დასმენა და „ღალატის ისტორია“ ვაშინგტონიდან. 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები - ასე აფასებს ხელისუფლება ჰელსინკის კომისიის სხდომაში საქართველოს მოქალაქეების გამოსვლას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. კონგრესში საქართველოს გასაბჭოებისა და უკუსვლის შესახებ მოხსენებით, ე.წ. მოწმეებად წარდგნენ: „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, აქვე გამოჩნდა „ლეიბორისტების ლიდერიც“, რომლის წერილი განხილვის ოქმად გააფორმეს. „ღალატის ისტორია“ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეებისაგან. ხელისუფლების შეფასება მწვავეა. ქვეყნის შიდა პოლიტიკის სხვა სახელმწიფოს მიერ განხილვა ოპოზიციისთვის მეგობრობის საზღვრებში ჯდება, საქართველოს საწინააღმდეგო გზავნილების ამერიკაში ჩატანა კი, სასარგებლო კრიტიკა
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
