ოცნების ქალაქი და პროექტები აჭარაში
„ოცნების ქალაქის“ მკვიდრთა ოცნება რეალობად იქცა. უმძიმეს პირობებში მცხოვრები ოჯახები, ახალაშენებულ კორპუსებში იცხოვრებენ. აჭარაში უმსხვილესი სოციალურ-ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. რეგიონში წლების განმავლობაში არსებული ერთ-ერთი უდიდესი პრობლემის გადაჭრის გადაწყვეტილება, აჭარის მთავრობამ 2019 წელს მიიღო. მშენებლობა 2020-ში დაიწყო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 მილიონ 700 ათასი ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურის განვითარება აჭარის მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ოცნების ქალაქის გარდა, არაერთი სიახლეა როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტის განვითარების მიმართულებით, მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი გაეცნო
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
