საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ National Geographic-თან ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, National Geographic-თან ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო. „გასტრონომიული გზამკვლევი-საქართველოს შესახებ-ქვეყნის საუკეთესო ღვინის მარნები და კვების ობიექტები“ - ამ სათაურით გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ ონლაინპლატფორმაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სტატიის ბეჭდური ვერსია 6 ივნისს გავრცელდება. სტატიის ავტორი ემილი ლაში საქართველოს ბუნებას, ტურისტულ ადგილებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აღწერს
