შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა აპრილსა და მაისში სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქის დაკავება და ქვეყნიდან გაძევება უზრუნველყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა აპრილსა და მაისში სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქის დაკავება და ქვეყნიდან გაძევება უზრუნველყო. დაკავებულ პირთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით გააძევეს. კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გააძევეს ერაყის, ირანის, ალჟირის, პაკისტანის, სომხეთის, რუსეთისა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეები. გაძევებულ პირთა შორისაა საქართველოში შემოსული და ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 8 არასრულწლოვანი, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში
