დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიება ხორციელდება
წლის ბოლომდე დედაქალაქში 110 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსები შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში უკვე ათასზე მეტი მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. ავტოპარკის განახლების პარალელურად, განხორციელდა „თბილისის ავტობუსების პროექტი, აშენდა ახალი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ავტობაზა, დაწყებულია თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტი, მომზადდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი. მგზავრთა ინფორმირებისთვის შეიქმნა რუკები, საინფორმაციო ვებგვერდი და ავტობუსის გაჩერებების სტანდარტული დიზაინი, განახლდა მობილური აპლიკაციაც
