ბულინგი და მიზანმიმართული თავდასხმა მმართველი გუნდის მისამართით
ბულინგი და მიზანმიმართული თავდასხმა მმართველი გუნდის მისამართით. შეტევის ობიექტი ამჯერად დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი გახდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მას ქუჩაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის წევრმა, ვასილისა ჯაბახიძემ მიაყენა. ამ დროს საქართველოა პარლამენტის წევრი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ინციდენტი სოფელ კარალეთში გუშინ ღამით მოხდა. მაშინ, როცა ქართული ოცნების დეპუტატი თბილისიდან სახლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიდში ბრუნდებოდა. სოსიაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი მას ავტომობილით აედევნა და თავს მიზანმიმართულად დაესხა