ვაშინგტონში განცხადებები გაკეთდა რევოლუციაზე
ვაშინგტონში განცხადებები გაკეთდა რევოლუციაზეც. საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ თქვა, რომ ახლა საქართველო არის გზაჯვარედინზე, როგორც უკრაინა იყო 2014 წელს. მისი თქმით, თუ ოქტომბრის არჩევნები გაყალბდება, მაშინ, როგორც უკრაინაში, საქართველოში შეიძლება მოხდეს კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია. კონგრესმენმა სტივ კოენმა კი, მიხეილ სააკაშვილზე გაამახვილა ყურადღება. რევოლუციაზე გაკეთებულ განცხადებებს არ აკრიტიკებს ოპოზიციის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოში მაიდანი არ იქნება
