საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება
საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის არჩევნებში შესაძლოა, ულტრამემარჯვენეებმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვონ, რაც მისი თქმით, ევროპის მომავლისთვის სახიფათო იქნება. ფრანგული ონლაინ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები ასეთი მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ , უკრაინაში მიმდინარე ომისა და მზარდი უკიდურესობების ფონზე, დემოკრატია საფრთხეშია. მაკრონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირი გულუბრყვილო იქნება და საკუთარი თავის დასაცავად ყველაფერს არ გააკეთებს, ევროპას სიკვდილი ემუქრება.
