თეთრი სახლი ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში არც ჯარისკაცების და არც სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნას არ გეგმავს
უსაფრთხოების საკითხებში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას შეიარაღებით ეხმარება, რაც ფრონტის ხაზზე დადებით გავლენას ახდენს. სალივანის თქმთ, უკრაინის არმია რთულ ვითარებაში ვაშინგტონის სამხედრო დახმარების დაგვიანების გამო აღმოჩნდა, თუმცა ახლა ,ფრონტის ხაზზე ვითარება სტაბილურდება.
