საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, კახეთის რეგიონიდან, მძიმედ დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, კახეთის რეგიონიდან, მძიმედ დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენებით სეირნობის დროს, მოქალაქეს ცხენმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. უგზოობის გამო, თანმხლები პირები ვერ ახერხებდნენ მის გამოყვანას. ამ დროისთვის მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
