სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა აპრილსა და მაისში სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქის დაკავება და ქვეყნიდან გაძევება უზრუნველყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა აპრილსა და მაისში სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქის დაკავება და ქვეყნიდან გაძევება უზრუნველყო. დაკავებულ პირთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით გააძევეს.
