ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება
ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება. ახალი პროექტის დეტალებს, რომლის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, პრემიერ-მინისტრი გაეცნო. ყინულის არენის და საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერი. ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს.
