გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი 103-მა ქვეყანამ დაუჭირა. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, მათ შორის წელს პირველად, რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტმა, რომელიც სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
