პრემიერ-მინისტრმა დღეს საერთაშორისო მუქარის შესახებ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა
პრემიერ-მინისტრმა დღეს საერთაშორისო მუქარის შესახებ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბევრი რამით ემუქრებოდნენ ხელისუფლებას გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით. პრემიერის თქმით იმ შემთხვევაში, თუ მუქარის ფაქტით რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება, მზად არის, გამოძიებას მისცეს შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები.ასევე ირაკლი კობახიძემ თქვა რომ ქართველი ხალხის დასჯას ვერავინ გაბედავს.
