ლევილში ანსამბლებმა „ბასიანმა“ და „რუსთავმა“ ქართული საგალობლები შეასრულეს
ლევილში, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, ანსამბლებმა „ბასიანმა“ და „რუსთავმა“ ქართული საგალობლები შეასრულეს. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო „ბასიანისა“ და „რუსთავის“ ერთად შესრულებული მრავალჟამიერი. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით 24 მაისიდან 14 ივლისამდე ლევილის ისტორიულ მამულში საზოგადოებას ქართული ფესტივალის კულტურული და სპორტული ღონისძიებები ელოდება. ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას იმართება და მათზე დასწრება თავისუფალია.
