ბრიტანეთის საელჩო: ძალადობისკენ მოწოდებებს თანამედროვე დემოკრატიაში ადგილი არ აქვს
„ძალადობისკენ მოწოდებებს თანამედროვე დემოკრატიაში ადგილი არ აქვს“- ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში საინფორმაციო სააგენტო ჯემნიუსის მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ მასალაზე პოზიცია დააფიქსირა. მუქარა წამებით, მკვლელობით და ტყვიებით - თბილისის ერთ-ერთ ხიდზე ძალადობრივი და 84 დეპუტატის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეომასალის გავრცელების შედეგ „ქრონიკამ“ სააგენტოს სპონსორებს წერილით მიმართა და პოზიციის დაფიქსირება ითხოვა.
