პრემიერის შეხვედრა განათლების სამინისტროში
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალ სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაკეთდება.
