მოსახლეობის აღწერა
ათი წლის შემდეგ პირველად, 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდება. პირველ ეტაპზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება საქსტატის ოფიციალურ ვებგვერდზე კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია თავად შეიტანოს. მეორე ეტაპზე კი მონაცემებს „საქსტატის“ ინტერვიუერები კარდაკარის პრინციპით“ შეაგროვებენ.
