ლგბტ პროპაგანდა - საკანონმდებლო ცვლილებები
სქესის შესაცვლელად ნებისმიერი ქირურგიული სამედიცინო ჩარევა საქართველოში აიკრძალება, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია. კანონი მკაცრდება შვილად აყვანის საკითხშიც. სავალდებულო იქნება სქესის მითითება ყველა სახელმწიფო დოკუმენტში. კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებების მიზნად მმართველი გუნდი პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს, საბაბად - არსებულ სახიფათო ტენდენციებს. „ნებისმიერი ადამიანის უფლება მკაცრად უნდა იყოს დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა“- ასეთია პრემიერის პოზიცია.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები