რაჭაში მიწისძვრის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის
რაჭაში მიწისძვრის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის. ონის მერიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანებულია მხოლოდ საცხოვრებელი სახლების კედლები. შეგახსენებთ, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ირთან იყო.
