„საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“
„საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ - ამ სახელწოდებით საქართველოში პირველად გამოიცა ალბომი, რომელიც ყველა რელიგიური გაერთიანების ისტორიული და თანამედროვე საკულტო ნაგებობის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ , რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ, რომელმაც პატრიარქის სახელით განცხადება წაიკითხა. პრეზენტაციას პარლამენტის, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
