პრემიერ-მინისტრს პარლამენტში 28 ივნისს ელოდებიან
პრემიერ-მინისტრს პარლამენტში 28 ივნისს ელოდებიან. ირაკლი კობახიძე დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით საგაზაფხულო სესიის ბოლო პარასკევს წარდგება. პრემიერ-მინისტრის ანგარიშში აქცენტები კეთდება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ევროინტეგრაციის პროცესზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სპორტულ წარმატებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
