პრემიერი სიცრუეს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნების“ წევრებს სანქციების დაწესების შესახებ შეტყობინება ელექტრონულად მიუვიდათ
პრემიერი სიცრუეს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნების“ წევრებს სანქციების დაწესების შესახებ შეტყობინება ელექტრონულად მიუვიდათ. ამ ინფორმაციას უარყოფს თავად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერიც. მეთიუ მილერი განმარტავს, რომ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებიათ. ამ ფონზე ოპოზიცია ისევ ამტკიცებს, რომ სანქციები ამოქმედდა, „ქართული ოცნება“ კი მათ სიცრუის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.
