გერმანია საქართველოს მეგობარია და ორი ქვეყნის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება - ასეთია ოფიციალური თბილისის გზავნილი
გერმანია საქართველოს მეგობარია და ორი ქვეყნის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება - ასეთია ოფიციალური თბილისის გზავნილი. ოპოზიცია ამ ნაწილშიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ქვეყნის პირველი პირებისთვის კი ელჩის გზავნილი საყურადღებოა, იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს დეზინფორმაციის გავრცელებას ებრძოლოს. „კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა“, - ეს გერმანიის საელჩოს ოფიციალური პასუხია „ქრონიკის“ კითხვაზე. შეგახსენებთ, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში კანცლერის ციტატა გამოაქვეყნა, თუმცა არ მიუთითებია, ვის ეხებოდა მიმართვა. ოლაფ შოლცის სიტყვები, რომ: „პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მიმართ შეუწყნარებელია“ მედიის ნაწილმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირა, თუმცა, სინამდვილეში, კანცლერმა ეს სიტყვები გერმანიაში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის შესახებ თქვა და მიმართვაში 5 წლის წინ მოკლული ვალტერ ლიუბკეს საქმე გაიხსენა.
