სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა - ასე აფასებს პრემიერი პოლიტიკურ პროცესს, რომლის მთავარი მონაწილეც სალომე ზურაბიშვილია
სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა - ასე აფასებს პრემიერი პოლიტიკურ პროცესს, რომლის მთავარი მონაწილეც სალომე ზურაბიშვილია, მის გარშემო შეკრებილ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ქარტიაზე ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მათი გამარჯვების ფორმულა ძალების გაერთიანებაშია, სახელისუფლებო გუნდს კი მიმდინარე პროცესი ძველ სცენარს ახსნებს, როდესაც ოპონენტები შალვა ნათელაშვილის ეზოში იკრიბებოდნენ და ხელისუფლებაში მოსვლის გეგმას ამუშავებდნენ.