„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ - „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში კანონების პაკეტი შეიტანა
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში კანონების პაკეტი შეიტანა. დოკუმენტი 19 კანონს აერთიანებს, საიდანაც ერთი ძირითადი, 18 კი მისგან გამომდინარე კანონია. I საკითხი ეხება ქორწინებას, II - შვილად აყვანას, III - სქესის შეცვლის ოპერაციას, IV - სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხს, V - პროპაგანდის აკრძალვის საკითხებს განათლების სექტორში, VI - ინფორმაციის გავრცელებას, VII - შეკრება-მანიფესტაციას, VIII - კი არეგულირებს შრომით ურთიერთობებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ის რვა საკითხია, რომლებიც 19 კანონით მოწესრიგდება. ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ძირითად კანონში, ასევე შრომის კოდექსში 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დაწესდება და უქმედ გამოცხადდება.
