„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში კანონების პაკეტი შეიტანა
დოკუმენტი 19 კანონს აერთიანებს, საიდანაც ერთი ძირითადი, 18 კი მისგან გამომდინარე კანონია. პირველი საკითხი ეხება ქორწინებას, მეორე - შვილად აყვანას, მესამე - სქესის შეცვლის ოპერაციას, მეოთხე - სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხს, მეხუთე - პროპაგანდის აკრძალვის საკითხებს განათლების სექტორში, მეექვსე - ინფორმაციის გავრცელებას, მეშვიდე - შეკრება-მანიფესტაციას, მერვე კი არეგულირებს შრომით ურთიერთობებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ის რვა საკითხია, რომლებიც 19 კანონით მოწესრიგდება. ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა აღინიშნა, რომ როგორც ძირითად კანონში, ასევე შრომის კოდექსში 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დაწესდება და უქმედ გამოცხადდება