ესპანელმა ფერმერებმა ესპანეთი-საფრანგეთის საზღვართან მდებარე ავტომაგისტრალი გადაკეტეს
ისინი ევროკავშირში, სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ მკაცრ რეგულაციებს, მესამე ქვეყნებიდან იაფი პროდუქციის მასობრივ იმპორტსა და უსამართლო კონკურენციას აპროტესტებენ. მათ ფრანგი ფერმერებიც შეუერთდნენ.
