ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე ქართული ფესტივალის მეორე კვირა დასრულდა
ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე ქართული ფესტივალის მეორე კვირა, მრავალფეროვანი საინტერესო ღონისძიებებით დასრულდა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით , 24 მაისიდან ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი იმართება. 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას, საზოგადოებას კულტურული და სპორტული ღონისძიებები ელოდება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
