პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას
ირაკლი კობახიძის თქმით, ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, გაფორმდება შეთანხმება და დაიდება ხელშეკრულება. პრემიერის განცხადებით, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოზე და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაო პროცესი, უახლოეს მომავალში დაიწყება.
