მამუკა ხაზარაძე რომელმაც ანაკლიის პროექტზე ვალდებულებები არ შეასრულა ამბობს, რომ ჩინური კომპანიის შემოყვანა რუსული ინტერესების გატარებაა
მამუკა ხაზარაძე, რომელმაც, ანაკლიის პროექტზე ვალდებულებები არ შეასრულა, ამბობს, რომ ჩინური კომპანიის შემოყვანა რუსული ინტერესების გატარებაა. ეს იმ ფონზე, როდესაც ხაზარაძე თავად საუბრობდა რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ჩინურ კომპანიებთან, რომლებიც მისი აქციონერები იქნებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია უცხო ქვეყნების მითითებებით მოქმედებს. შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე საუბრობს და ამბობს, რომ თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში, ერთმანეთისგან შორს არ არის.
