პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მის მიერ ხელმოწერილმა კანონმა გამჭვირვალობის შესახებ, ქვეყანაში რადიკალიზაცია, პოლარიზაცია და დეზინფორმაცია უნდა შეამციროს, ამ ფონზე კი, ორბელიანების სასახლეში ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს ომის ქარტიას. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ომის ქარტია აერთიანებს ყველა რადიკალურ ჯგუფს. თემაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმაც , კახა კალაძე აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, ერთი დაჯგუფებაა, რომელსაც ერთი პატრონი ჰყავს.
