პრემიერ მინისტრის განცხადება
პრემიერ მინისტრი მოუწოდებს ყველას იმოქმედონ პრაგმატულად და ცივი გონებით . ირაკლი კობახიძის შეფასებით, გასული ორი თვის განმავლობაში, კანონის შესახებ უამრავი დეზინფორმაცია გავრცელდა და იყო ჭარბი ემოციებიც, რასაც მხოლოდ ხელოვნური საფუძველი ჰქონდა. განვითარებულ პროცესებზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ყოველი ე.წ აღშფოთებული მოქალაქის უკან, "ნაციონალური მოძრაობის" ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას.
