ვაკის პარკში მომხდარი ინციდენტი
ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც გულანთებული ახალგაზრდების სახელით მოქმედებენ, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან. ვიქტორ სანიკიძეს რომელიც ოჯახთან ერთად ვაკის პარკში იმყოფებოდა ორი ადამიანი დაუპირისპირდა. ერთი “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი თამთა შამათავა იყო, მეორე კი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყოფილი მინისტრის, გოკა გაბაშვილის მოადგილე, გურამ სულხანიშვილი.
