გამჭვირვალობის კანონი ხელმოწერილია
გამჭვირვალობის კანონი ხელმოწერილია, პრემიერ მინისტრის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით გაიმარჯვა საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და უსაფრთხოებამ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით კი, პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს. შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. მათი თქმით, ეს კანონი ქვეყანას იზოლაციაში აქცევს.
