დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საიდუმლო დოკუმენტებს გაასაჯაროებს
დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკივლელობის საქმის, 11 სექტემბრის ტერაქტისა და მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის შესახებ საიდუმლო დოკუმენტებს გაასაჯაროებს. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ამას ამერიკელ მოსახლეობაში, სახელმწიფო სტრუქტურებისადმი ნდობის აღდგენის მიზნით გააკეთებს. ფოქს ნიუსის ჟურნალსიტებთან ინტერვიუს დროს, დონალდ ტრამპმა ნიუ იორკის სასამართლოს მიერ, მის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატები სასამართლო სისტემას იარაღად იყენებენ.
