პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ყირგიზეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ყირგიზეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი იყო ბიზნესზე, ტურიზმის განვითარებასა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურაზე. ასევე შეხვედრაზე აღინიშნა რომ ყირგიზეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე არასდროს რაიმე კითხვის ნიშანს არ დასვამს. ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა ყირგიზეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილიც.