გლდანის “ა“ მიკრორაიონში, სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
გლდანის ა მიკრორაიონში, სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. 12 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემები, განთავსდება ჩოგბურთის მაგიდები, პროექტის ფარგლებში დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
